მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, შესაძლოა, ვარდნილჰესები კერძო პირებს გადასცეს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, შესაძლოა, ვარდნილჰესები კერძო პირებს გადასცეს

Published on

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, მარიონეტულმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, ენგურჰესის ნაწილი ვარდნილჰესების კასკადის სახით, სამართავად გადასცეს კერძო პირებს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რამდენიმე მედიასაშუალება ბოლო დროს ხშირად უთმობენ ყურადღებას და უფრო მეტი ხმაურის ატეხვასაც აპირებენ. 

“აპირებენ, კერძო პირებს გადასცენ სახელმწიფო აქტივები, რომლებსაც, პოტენციურად, მილიარდობით რუბლის შემოსავლის მოტანა შეუძლიათ”, – წერენ ისინი.

ჩვენი ინფორმაციით, “ჩერნომორენერგომ”, რომელიც რუსული კომპანია და ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემაში ერთადერთი დომინანტი ორგანიზაციაა, “სოხუმი ჰესს”, რომლის დამფუძნებელი ე.წ. პარლამენტის წევრი რეზო ზანთარიაა, საიჯარო ხელშეკრულებით გადასცემს ენგურჰესის კომპლექსში შემავალ “ვარდნილჰესების კასკადს”.

ამ ინფორმაციის თანახმად, იჯარით გასხვისებას უპირებენ სამ ვარდნილჰესს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 40 მეგავატია. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ ე.წ.-მა პარლამენტმა უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა.

კაშხალი, წყალმიმღები და გვირაბის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა,  გვირაბის ნაწილი, მართვის ბლოკი და ჰიდროელექტროსადგურის შენობა ვარდნილჰესებთან ერთად კი – ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ენგურჰესის საშუალო წლიური გამომუშავება სამი მილიარდ 700 მილიონი კილოვატ/საათია, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება. 

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...