თუ საქართველოს სურს EU-ში გაწევრიანება, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს, მათ შორის, ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები | რიში

0
118

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი, სენატორი ჯიმ რიში ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც მათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწიეს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კი მოლაპარაკებების დაწყებას.

ჯიმ რიში აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ევროპული მისწრაფებები ნათლად გამოხატა, თუმცა თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს.

“კომისიის რეკომენდაცია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილები. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები. მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს შემოწმებადად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება – უფრო კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს, მოხარული ვიქნები მათი პოზიტიური მოძრაობის ევროკავშირის წევრობისკენ”, – ამბობს რიში.

რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას – რიშის თქმით, ამ ქვეყნებმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად საკმარისს პროგრესს მიაღწიეს:

“გამამხნევებელია ევროკავშირის შეაფასა, რომ როგორც უკრაინამ, ისე მოლდოვამ მიაღწიეს საკმარის პროგრესს რეფორმებისა და ანტიკორუფციული სამუშაოების მიმართულებით, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ვაფასებ იმ რთულ გადაწყვეტილებებსა და მძიმე ნაბიჯებს, რომლებიც მათ გადადგეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მოხარული ვარ, რომ მათ გააკეთეს ევროპული არჩევანი. რა თქმა უნდა, უკრაინასა და მოლდოვას გაცილებით მეტი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი, სანამ ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნებიან. თუმცა, მე მოუთმენლად ველი და გავაგრძელებ მათ მხარდაჭერას,” – თქვა ამერიკელმა სენატორმა.

წინა სტატიამაკრონი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოდის
შემდეგი სტატიაისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი არ იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური