მთავარისიახლეებიმსოფლიოკიევი შორს არის EU-სგან - ვიქტორ ორბანი

კიევი შორს არის EU-სგან – ვიქტორ ორბანი

Published on

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის აზრით, ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ბლოკში გაწევრიანებაზე. hvg.hu.-ის ცნობით, ორბანმა თქვა, რომ უკრაინა არანაირად არ არის მზად მოლაპარაკებისთვის – “კიევი შორს არის ევროკავშირისგან”.

“მოლაპარაკებები წევრობის შესახებ არ უნდა დაიწყოს, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია”, – თქვა მან.

მისივე თქმით, უთანხმოება ევროკავშირსა და უნგრეთ შორის მილიარდობით ევროს თანხებთან დაკავშირებით, რომლებიც გაყინულია ბუდაპეშტისთვის კანონის უზენაესობის პრობლემების გამო, არანაირად არ შეიძლება იყოს დაკავშირებული უნგრეთის მხარდაჭერასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში.

“მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უნგრეთის უარი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ბიზნეს შეთანხმების საგანი. ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული თანხების საკითხთან, რომელიც უნგრეთს აქვს უფლება მიიღოს”, – თქვა მან.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...