საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები ეწვევიან

0
57

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება.

როგორც უწყება ამბობს, მათ საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

დელეგაციას საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მთავრობის წარმომადგენლები.

“2023 წლის 6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება…

ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ხორციელდება, რამდენადაც წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებას.

ამ ფონზე, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წინა სტატიაყველაფერი უკრაინაში მებრძოლ ჩეჩნებზე – ვინ ვინ არის?
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლო დღეს ბადრაგის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური