აშშ-ში წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა- პროკურატურა

0
78

საქართველოს პროკურატურის ცნობით, აშშ-ში წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა – უწყების განცხადებით, ბრალდებული 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების საქმეზეა დაკავებული.

მათი ინფორმაციით, ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

POG-ში აღნიშნავენ, რომ ის წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმა შექმნა.

წინა სტატია“60%-იანი ალბათობით საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ”-იოზვიაკი
შემდეგი სტატიასპეცრეპორტაჟი 7 ოქტომბრის ტრაგედიის ერთ ფურცელზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური