ბალდაში დაძაბულობაა, მოსახლეობა ინვესტორს სოფელში არ უშვებს

0
157

დაძაბულობაა სოფელ ბალდაში. 2 ნოემბერს ადგილზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბალდის კანიონში მშენებლობის ადგილობრივი მოწინააღმდეგეები და ინვესტორი. როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ყვება, პირადად ინვესტორი და მასთან მომუშავე პირები სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ფიზიკურ გაწევაზე გადავიდნენ.

პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ძალადობის გამო დღეს ბალდებელი ინვესტორს სოფელში აღარ შეუშვებდნენ. მოსახლეობამ გზა გადაკეტა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქტივისტები ამბობენ, რომ გუშინაც პოლიცია ინვესტორს გაესაუბრა და მოსახლეობას დაახლოებით 3 საათის შემდეგ შეხვდნენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მიმართეს გენერალურ ინსპექციასაც.

“დილით, ვინც გუშინ ღამე დავრჩით, ვმორიგეობდით, რომ დაგვეფიქსირებინა რა ხდებოდა ტერიტორიაზე, სადაც აღმოვაჩინეთ რომ ჩუმად, თავიანთი მანქანებით ხრეში ჰქონდათ შემოტანილი და ჩუმად აპირებდნენ ჩაყრას. რაც დავაფიქსირეთ კამერებზეც და გარემოს ზედამხედველობის ცხელ ხაზზეც. ამ ფაქტის შემდეგ ინვესტორმა და ინვესტორის დაქირავებულმა მუშებმა დაგვიწყეს შეურაცხყოფა, ჯერ სიტყვიერი, რაც როგორღაც მოვითმინეთ, შევძელით მოთმენა, ძალიან რთული იყო, მაგრამ ეს არ ეყოთ და შემდეგ ინვესტორი, გიორგი მერკვილაძე პირდაპირ ხელით წამოვიდა, შეეხო ერთ ჩვენ თანამებრძოლს თავიდან, მერე ყველა ერთად მომცვივდნენ, ოთხნი ვიყავით ჩვენ დაახლოებით15-20-მდე იქნებოდნენ ისინი, ყველა ერთად წამოვიდა ჩვენკენ საჩხუბრად. მაქსიმალურად შევძელით, რომ ეს აგრესია, შეურაცხყოფაც მოგვეთმინა”, – ყვება ერთ-ერთი აქტივისტი.

წინა სტატიაშეურაცხყოფის შემდეგ, ქალი დეპუტატები NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ
შემდეგი სტატიაევროკავშირის გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი | ზურაბიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური