მთავარისიახლეებიპოლიტიკათეონა აქუბარდია ბერაიას გადადგომას ითხოვს

თეონა აქუბარდია ბერაიას გადადგომას ითხოვს

Published on

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას ბოდიშს არ ჯერდება და ითხოვს, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვოს.

აქუბარდია ამბობს, რომ ბერაიამ მიდი დისკრედიტაცია სცადა და ბოდიშიც ცალყბად მოიხადა.

ის, რაც მან იკადრა და ისაუბრა ჩემი ქცევის მანერებზე, ეს იყო, რა თქმა უნდა, დისკრედიტაციის მიზნით და დისკრედიტაციას აქვს სხვადასხვა ფორმა, იქნება ეს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება, რაზეც ჯერ კიდევ არ დასრულებულა გამოძიება. ცალყბად ბოდიში ნამდვილად არაფერში მჭირდება, იმიტომ, რომ მან ახსნა მიზეზები, რის გამოც ეს იკადრა, რაც არ იხსნება და მეორე მხრივ, ის განცხადებები, რომელიც ამის შემდეგ ვნახეთ, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არ იყო ეს მხოლოდ და მხოლოდ ემოციიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რაც მას უკავია, – ამბობს აქუბარდია.

31 ოქტომბერს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...