დღეიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება

0
164

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

წინა სტატიათეონა აქუბარდია ბერაიას გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობის მთის ფერდობზე ხანძარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური