მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა გათიშეს, რასაც ხმაური მოყვა

სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა გათიშეს, რასაც ხმაური მოყვა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს სიტყვა არ დაასრულებინეს და სიგნალი გათიშეს.

როგორც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი გასცდა განსახილველი საქმის ფარგლებს და არ დაექვემდებარა მოსამართლის მოწოდებებს.

“ბრალდებულს, ისევე, როგორც ყველა წინა ყველა სასამართლო სხდომაზე, დღევანდელ სხდომაზეც მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. სასამართლოს მან მოუსმინა 13-14 წუთი დაახლოებით. ამ ხნის განმავლობაში მას საწყის ეტაპზევე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა. თუმცა, მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან შეეცვალა საუბარი, განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა, ის არ დაექვემდებარა მოსამართლის ამ მოწოდებებს, არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს და ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული”, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

სააკაშვილის სიტყვის შეწყვეტას სასამართლო დარბაზში პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც სხდომა ყველა დამსწრეს დაატოვებინეს. მანამდე მესამე პრეზიდენტის სიტყვის დროს, მოსამართლის მითითებით, მანდატურებმა სხდომა დაატოვებინეს დარეჯან ცხვიტარიასაც.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო დღეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს, ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...