მთავარისიახლეებიმსოფლიოოპერაცია "რკინის ხმლები" - დეტალები

ოპერაცია “რკინის ხმლები” – დეტალები

Published on

ოპერაცია “რკინის ხმლების” ღამეული და დილის დეტალების შეჯამება, 30 ოქტომბრის შუადღის მდგომარეობით: 

პალესტინის ავტონომიის ქალაქ ჯენინში, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ამავე დასახელების პროვინციის დედაქალაქია, ცაჰალი ორმხრივი სროლისა და შეტაკებების შემდეგ შევიდა. კოლონის ვიდეო https://t.me/tvodishi/14511.
ქალაქის შესასვლელში მდებარე ცნობილი თაღი, სადაც ტერორისტები სელფაობდნენ ხოლმე, დანგრეულია: https://t.me/tvodishi/14518
ლიკვიდირებულია მინიმუმ, სამი (ზოგი ვერსიით ოთხი) მაღალი გავლენისა და ჩინის მქონე ტერორისტი (ფოტოები), ძირითადად, ჯენინის “ისლამური ჯიჰადის” ბატალიონიდან – მუსა ჯაბარინი – https://t.me/tvodishi/14520 ~
ვიამ ხანუნი https://t.me/tvodishi/14519
ამირ ცარბაჯი https://t.me/tvodishi/14510 
კონტროლი დამყარებულია იბნ-სინას საავადმყოფოზე https://t.me/tvodishi/14512
ღამის საათებში ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანიდან გამოშვებული უპილოტო “პატრიოტმა” ჩამოაგდო – https://t.me/tvodishi/14513
განეიტრალებულია სირიიდან გამოშვებული ბალისტიკური რაკეტაც, ამ ქმედების საპასუხოდ კი ამერიკული ავიამზიდიდან (Gerald R. Ford) აფრენილმა F/A-18F Super Hornet-ებმა, სირია-ერაყის საზღვარზე, პროირანული ძალების პოზიციები დაბომბეს:
ოპერაცია “რკინის ხმლების” ფარგლებში, მისი დაწყებიდან დღემდე, უკვე “ცაჰალის” 311 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.
განადგურებულია 600-ზე მეტი სამიზნე, არაბული წყაროების ცნობით, მეით ლეხემში, დახეიშას ბანაკში, ოპერაციის მიმდინარეობის ფარგლებში, დაჭრილია ორი ტერორისტი და დაკავებულია ასევე ორი პირი, რომლებიც იძებნებოდნენ.
“ჰეზბოლას” გავლენიანი ტერორისტი, სიაში 49-ე გავლენის მიხედვით -მუნირ იოსეფ ასური, იგივე “აბუ ზეინაბი” ლიკვიდირებულია ცაჰალის მიერ.
“რკინის ხმლების” მიმდინარეობას ოპერატიულად და 24/7 რეჟიმში, შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ოდიშინიუსის ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე: 

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...