აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა | ცხინვალელი ე.წ. დეპუტატი

0
141

ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, აცამაზ კასაევმა ე.წ. საკანონმდებლო ორგანოში წამოჭრა საკითხი, რომ ახალგორის რეგიონიდან “ხორცის ექსპორტი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მეზობელ სახელმწიფოში” [საქართველოში], ხოლო ცხინვალში ხორცი რუსეთის ფედერაციიდან შედის.

“მე და ზაზა ნოდაროვიჩ დრიაევმა განვიხილეთ ეს საკითხი და მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა. არანაირი ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული”, – თქვა მან.

დე ფაქტო დეპუტატი, ალან ტადტაევი მიიჩნევს, რომ “მეზობელ სახელმწიფოში” ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა მთავრობის დადგენილებით აუცილებელია.

წინა სტატიაონკოპაციენტებს ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდებათ
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაცემული ქართველი მებრძოლის ცხედრის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური