ხელისუფლების ამოცანაა ყველას ხელი ჩააქნევინოს და უთხრას, არაფერს აზრი არ აქვს, ყველაფერს აქვს აზრი, ეს არაა ძლიერი რეჟიმი – სააკაშვილი

0
146

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ხელისუფლების ამოცანაა ყველას ხელი ჩააქნევინოს და აფიქრებინოს, რომ არაფერს აზრი არ აქვს.

მისი თქმით, ყველას საქართველოდან გაქცევაზე აქვს თვალი, რადგან აქ არ არის პერსპექტივის განცდა. მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს ყველამ სასოწარკვეთილების განცდა გადაზარდოს ბრძოლის, წინსვლის, ერთიანობის განცდაში.

“ახლა არის დრო, ასევე, რომ ქართველებმა გააგრძელონ და გააფართოონ ფლეშმობები სოციალურ ქსელებში, დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ხელისუფლების ამოცანაა ყველას ხელი ჩამოაშვებინოს და ხელი ჩააქნევინოს და უთხრას, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ყველაფერს აქვს აზრი, არ არის ეს ძლიერი რეჟიმი, ამაზე ათჯერ უფრო ძლიერი რეჟიმებიც მოშორებულან, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არჩევნების ჩატარება მათ არ მონდომებიათ. მოლდოვა რომ მოლდოვაა, სადაც იყო საზოგადოებრივი განწყობა ძალიან გაყოფილი, მშვენივრად, ხალხმა მაინც აიღო ხელში ძალაუფლება და დაამარცხა ოლიგარქი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამას საქართველოში მიაღწევენ.

წინა სტატიაარჩევნებით წასვლას ესენი არ აპირებენ, მაგრამ იმისთვის, რომ მოუხდეთ, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი ბრძოლის, ერთმანეთთან დაკავშირების- სააკაშვილი
შემდეგი სტატიათელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური