„არა კალაძის საცობებს!“ – ენმ სატრანსპორტო კოლაფსს აპროტესტებს

0
147

არა კალაძის საცობებს – თბილისში უკვე მეოთხე დღეა სატრანსპორტო კოლაფს აპროტესტებენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დილიდან აქცია პერფორმანსი ვაჟა ფშაველას გამზირზე გამართეს.
პოლიტიკოსები და პარტიის მხარდამჭერები ფიქრობენ რომ ქალაქში დაუსრულებელ საცობებს შეჩერებული პროექტები ქმნიან.

ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის საცობები თბილისის მერის, კახა კალაძის „არასწორი სატრანსპორტო და სამშენებლო პოლიტიკის ბრალია“.

„ის, რომ თბილისელები იხრჩობიან საცობებში, ეს არის კახი კალაძის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის ბრალი, არასწორი სამშენებლო პოლიტიკის გამო, იმ განხორციელებული პროექტების გამო, რომელიც არასწორად გააკეთა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საცობები არ არის მხოლოდ საცობებში დგომის დისკომფორტი, ეს არის დაბინძურებული ჰაერის პრობლემა და ეს არის ის ბინძური ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ ჩვენ და სუნთქავენ ჩვენი შვილები, ამიტომ ვაგრძელებთ კამპანიას – „არა კალაძის საცობებს!“ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ კახი კალაძე და მისი რუსული მთავრობა, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ ჩვენი შვილები არ დაიხრჩონ საცობებისგან გამოწვეულ დაბინძურებულ ჰაერში.“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, კახა კალაძე თბილისში მოძრაობას „ქვის ხანის მეთოდებით არეგულირებს“.

„როდესაც ვსაუბრობთ საცობებზე, საცობებს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი და ამ მიზეზს ჰქვია კახი კალაძე, თბილისში საცობებს შეგვიძლია ვუწოდოთ კახი კალაძის საცობების ,რადგან მან არ შეასრულა არცერთი წინა საარჩევნო დაპირება, რომელიც ამ ქალაქში მოაგვარებდა საცობების პრობლემას და დღეს ვიმყოფებით ვაჟა-ფშაველას გამზირზე და მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ერთ-ერთი დაპირება, რომელიც ეხებოდა ე.წ ჭკვიანი შუქნიშნების დაპირებას, რომლითაც მოხდებოდა მოძრაობის დარეგულირება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმგვარად ორგანიზება მოძრაობის, რომ ასეთ კატასტროფულ ვითარებაში თბილისელებს ყოველდღე არ უწევდეთ გადაადგილება, თუმცა ესეც დარჩა შეუსრულებელ დაპირებად და დღეს კახი კალაძე ქვის ხანის მეთოდებით არეგულირებს მოძრაობას და ხშირად შეგვიმჩნევია გზაჯვარედინებზე შუქნიშნებზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები როგორ ცდილობენ დაარეგულირონ მოძრაობა. დიახ, ეს არის ქვის ხანის მეთოდები, რომელშიც სამწუხაროდ გვაცხოვრებს კახი კალაძე.“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, კახა კალაძე თბილისელების ინტერესების ნაცვლად, კორუფციულ ინტერესებს ემსახურება.

„კახი კალაძე ნაცვლად თბილისელების ინტერესისა, ემსახურება კორუფციულ ინტერესებს, რომლის შედეგია დედაქალაქში ქაოსური განაშენიანება და სწორედ ეს არის მთავარი არსი, წყარო კალაძის საცობების. კახი კალაძე და მისი საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში ხასიათდება იმით, რომ ზრუნავს პირად კეთილდღეობაზე, მეგობრების კეთილდღეობაზე და საერთოდ არ ზრუნავს თბილისელებზე, რომლებსაც უწევთ საცობში საათობით დგომა. ეს არის წელიწადში ერთი თვე, რომელსაც თბილისელები ატარებენ საცობში და კახი კალაძე იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემას აგვარებდეს, დაკავებულია კორუფციული ინტერესებით, ქაოსური განაშენიანებით და ტენდერების მეგობრებზე დანაწილებით. ეს არის, რა თქმა უნდა, კალაძის დანაშაული და „არა კალაძის საცობებს!“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ

წინა სტატიარუს ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს, ფაქტობრივად სიკვდილით სჯიან – თეთრი სახლი
შემდეგი სტატიასტატუსის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დამსახურება იქნება – ანა ნაცვლიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური