მთავარისიახლეებივიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი, უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ...

ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი, უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ რუს სამხედროებს | ჯაღმაიძე კირბალში ტაძრის კარის აჭედვაზე

Published on

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან ჩავიდა. მან თქვა, რომ გუშინ, მედიაში გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ რუსი სამხედროები ეკლესიასთან არიან მისულები, საპატრიარქოში კითხვები შევიდა.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ ე.წ. საზღვარი იმ ქედზე გადის, სადაც ტაძარია. მისივე თქმით, კვირაში ერთხელ ან ორჯერ იქ ადის ოკუპანტების “პატურლი”. ადგილზე ერთადერთი ბერი ცხოვრობს. ის ამბობს, რომ 2010 წლიდანაა ტაძრის ტერიტორიაზე და პერიოდულად იქ რუსი სამხედროები პატრულირებენ.

“საქმე იმაშია, რომ 2009 წლიდან ეს სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმ. გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან, ეს გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ერთი ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ასეთი შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად, და როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ამ სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები”, – თქვა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძემ “მთავარი არხი” გააკრიტიკა და თქვა, რომ გუშინდელ სიუჟეტში ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მან ისაუბრა სოფელ კირბალში ქართულ ტაძარზე, რომლის კარიც რუსმა სამხედროებმა აჭედეს:

“ლომისის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში. გუშინდელ “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ ლიმისის ტაძრის კარი არის აჭედილი, მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდგომ ეს კადრები გადმოდის, მლეთის, ლომისის წმინდა გიორგის ტაძარზე, სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება რომელ ტაძარზეა ლაპარაკი, საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი, სოფელ კირბალში არის სწორედ ეს ტაძარი”, – თქვა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, “რაღაც პერიოდის წინ” ამ ტაძარში გადასვლა შესაძლებელი იყო, წელსაც იყვნენ ჩვენი მომლოცველები, “მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი იმისი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა”.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ ასეთი ტაძრები რამდენიმეა გორის რაინში – სოფელი აძვი, წმ გიორგის ტაძარი, სოფელი ქერე კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი, “ამიტომ, ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, აღრევა სახელების, აღრევა ადგილების, გადანაცვლება რაღაც მოვლენების, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს”.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...