გზა ორ ჩვენს მეგობართან ღიაა, გზები ორ ჩვენს მეზობელთან დაკეტილი, რაც აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს | ფაშინიანი

0
130

საქართველოში მყოფი სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გზა სომხეთის ორ მეგობარ ქვეყანასთან ღიაა და ეს მიმანიშნებელია, რომ ურთიერთობა მეგობრული ხასიათისაა, მისივე თქმით, გზები ორ მეზობელთან დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს.

ფაშინიანმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება, იქნება ძალიან ძნელი.

ფაშინიანმა თქვა, რომ მუშაობენ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი მომდევნო რამდენიმე თვეში დასრულდება.

“გზა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნებს, ქალაქებს, ის ასევე აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც. თავისთავად, ხელმოწერა ამ ჩარჩოზე ხელშემწყობია ჩვენი ურთიერთობების განვითარების, ჩვენი საკუთარი მაგალითიდან კარგად ვიცით, გზა ორ ჩვენს მეგობართან ღიაა და თავისთავად ეს მიმანიშნებელია, რომ ჩვენი ურთიერთობა არის მეგობრული ხასიათის, გზები ორ ჩვენ მეზობელთან დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს, მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე, აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება, იქნება ძალიან ძნელი, აგრეთვე ცხადია, რომ ჩვენ რეგიონს, ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. და რას წარმოადგენს მშვიდობა ეს არის ისეთი მდგომარეობა, სადაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, გააჩნიათ აკომულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთ უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას”, – თქვა ფაშინიანმა.

მისი განცხადებით, სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომლის მიზანია განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის, სხვადასხვა საგზაო ინფრაქტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და შენებით.

წინა სტატიაDRI: ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია
შემდეგი სტატიაბორდერიზაციის პრობლემა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა, სათანადოდ ვიცავთ სახელმწიფო ინტერესებს | კობახიძე ლომისაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური