მთავარისიახლეებიმსოფლიოარავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი - ბორელი

არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი – ბორელი

Published on

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვიქტორ ორბანს შეახსენა, რომ არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ მან ევროპული რეფორმების ცენტრის ყოველწლიურ კონფერენციაზე “ევროპა და მსოფლიო” საუბრისას განაცხადა.

ორბანმა უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციას შეადარა, რაზეც ბორელმა უპასუხა, რომ ის ამ ორს მსგავსად არ მიიჩნევს.

“უნგრეთმა იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი რუსული ტანკებით ქუჩებში, 9 წლის ვიყავი… მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ მსგავსებას ბუდაპეშტის საბჭოთა ოკუპაციასა და ბერლეიმონტში მომხდარს შორის. ევროკომისიის შტაბბინა. რედ.) მე იქ არც ერთი ტანკი და არც ერთი იარაღი არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი. ეს არის თავისუფალი არჩევანი”, – თქვა ბორელმა.

ორშაბათს, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ უნგრეთის 1956 წლის აჯანყების წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ორბანმა თქვა:

“დღეს ჩნდება რაღაცეები, რომლებიც საბჭოთა დროს გვახსენებს. დიახ, ხდება, რომ ისტორია მეორდება. საბედნიეროდ, ის, რაც ოდესღაც ტრაგედია იყო, ახლა საუკეთესო შემთხვევაში კომედიაა. საბედნიეროდ, ბრიუსელი არ არის მოსკოვი. მოსკოვი ტრაგედია იყო. ბრიუსელი უბრალოდ ცუდი თანამედროვე პაროდიაა”.

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...