მთავარისიახლეებიომბუდსმენმა ე.წ. კარვების კანონი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს

ომბუდსმენმა ე.წ. კარვების კანონი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს

Published on

სახალხო დამცველმა შესაძლოა ე.წ. კარვების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. მანამდე ლევან იოსელიანმა 3 მოსმენით მიღებული კანონპროექტი ეუთო-ოდირს გადაუგზავნა და მათგან პასუხის მოლოდინშია.

ოპოზიცია მორიგ “რუსულ კანონს” თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობად აფასებს.

“გავაგზავნეთ ეუთო/ოდირში ე.წ. კარვების კანონი, რა ცვლილებებიც იქნა შეტანილი, “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” ცვლილებების თაობაზე და ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ვმოქმედებთ როგორც ინსტიტუცია ამ შემთხვევაში და არცერთი შემთხვევა არ იქნება გარწმუნებთ, არც ყოფილა, 7 თვე არის, ცოტა მეტი, რაც სახალხო დამცველი ვარ, როდესაც რაიმე ცვლილება საკანონმდებლო ან რაიმე გადაწყვეტილება მთავრობის ავიწროებდა, აუარესებდა ვინმეს უფლებრივ მდგომარეობას და ჩვენ ამაზე არ გვქონდეს რეაგირება, მაგრამ, ნუ, მომთხოვთ ამის პოლიტიკურ შეფასებებს,” – თქვა იოსელიანმა 20 ოქტომბერს, პარლამენტში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც ე.წ. კარვების კანონსა და “მორიგ რუსულ კანონსაც” უწოდებენ, დაჩქარებული წესით განიხილა და 5 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.

შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

17 ოქტომბერს ამ ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო და “ანტიევროპული კანონი” უწოდა.

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...