“ისინი უკვე აქ არიან, მე ვერ გამოვაღწევ…” – 22 წლის ამიტის სულისშემძვრელი ისტორია

0
46

22 წლის ებრაელი გოგო, ამიტი ერთ-ერთი ექიმი იყო კლინიკაში ქალაქ აშკელონში, რომელიც 7 ოქტომბერს ბოევიკებს ჰქონდათ ბლოკირებული.

თავდაპირველად ამ კლინიკაში დაჭრილები მოჰყავდათ, რომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის ამიტი და კიდევ ერთი სტომატოლოგი იბრძოდნენ.

მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ბოევიკები კლინიკაში შეიჭრებოდნენ, ამიტი ხმოვან შეტყობინებებსა და სმს-ებს უგზავნიდა დას, ლორას. ერთ-ერთი ბოლო მინაწერი იყო: “ცუდი მდგომარეობაა”, მალე კი ხმოვანი შეტყობინებაც მოვიდა, სადაც ამიტის ხმის ფონზე, სროლის ხმებიც ისმოდა.

▪️ბოლოს ამიტი სამზარეულოში შეიკეტა და ხელში დანა აიღო: “ისინი უკვე აქ არიან, მე, ალბათ, ვერ გამოვაღწევ, ყელანი მიყვარხართ”, – მისწერა მან დას, რის შემდეგაც კავშირი გაწყდა.

ოჯახმა ამიტის შესახებ ორი დღე-ღამის განმავლობაში არაფერი იცოდა, შემდეგ კი სამწუუხარო ცნობა მოვიდა: ის მოკლულებს შორის აღმოაჩინეს…

წინა სტატიასპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს, მათგან 7 – დააკავეს
შემდეგი სტატია“ჰამასმა” კიდევ ორი ტყვე ქალი გაათავისუფლა, მათი ქმრები კი მძევლებად დაიტოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური