მთავარისიახლეებიმსოფლიოთუ პუტინს უკრაინას გავანადგურებინებთ, მსოფლიოს პოტენციური აგრესორები იგივეს გააკეთებენ - ბაიდენი

თუ პუტინს უკრაინას გავანადგურებინებთ, მსოფლიოს პოტენციური აგრესორები იგივეს გააკეთებენ – ბაიდენი

Published on

ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა, რათა აეხსნა, რატომ შედის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის დახმარება.

მთავარი დეტალები:

🔹 პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ ისტორიულ მომენტს “გარდამტეხი” უწოდა მსოფლიო დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლაში.

🔹 ბაიდენმა კონგრესს მიმართა, მხარი დაუჭიროს ახალი დაფინანსების პროექტს, რათა შეჩერდეს ჰამასის ტერორი და ვლადიმირ პუტინის აგრესია. ასევე, ბაიდენმა მოუწოდა კონგრესმენებს, რომ არ დაუშვან წყვეტა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პროცესში.

🔹 “ჩვენ უკრაინას იმ საბრძოლო ტექნიკას ვუგზავნით, რომლებიც საწყობებში გვაქვს. და როცა ვიყენებთ თანხას, რომელსაც კონგრესი გამოჰყოფს, ამ თანხის ფასად ჩვენ ხელახლა ვავსებთ ჩვენს მარაგს იარაღით, რომელიც იცავს ამერიკას და იწარმოება ამერიკაში”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

🔹 “თუ უფლებას მივცემთ პუტინს, გაანადგუროს უკრაინის დამოუკიდებლობა, მთელი მსოფლიოს პოტენციური აგრესორები თამამად ეცდებია, იგივე გააკეთონ სხვაგანაც”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...