მთავარისიახლეებიმსოფლიო"რუსეთი ამის ფასს გადაიხდის, დავიმახსოვრებთ, რასაც აკეთებთ..." - ებრაელი დეპუტატი

“რუსეთი ამის ფასს გადაიხდის, დავიმახსოვრებთ, რასაც აკეთებთ…” – ებრაელი დეპუტატი

Published on

ძალიან საინტერესო გამოსვლა რუსეთის წინააღმდეგ რუსულ პროპაგანდისტულ “რაშა თუდეიზე” – ისრაელის მმართველი პარტიის წევრი ამირ ვეიტმანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც “ისრაელი მოიგებს ამ ომს, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და რუსეთი აუცილებლად გადაიხდის ფასს იმ მოქმედებებისთვის, რასაც სჩადის”.

წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ნამდვილად რუსეთს ადანაშაულებს თუ არა, ვეიტმანი დადებითად პასუხობს:

“დიახ, სწორედ რუსეთი გადაიხდის ფასს, რადგან რუსეთი მხარს უჭერს ნაცისტებს, რომლებსაც სურთ ებრაელი ხალხის გენოციდი. კარგად დაიხსომეთ, რასაც გეუბნებით:

ჩვენ, შესაძლოა, დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, ჩვენ გავანადგურებთ ნაცისტებს და შემდეგ გავიხსენებთ, რასაც თქვენ სჩადიოდით. რუსეთი ამის ფასს გადაიხდის, აუცილებლად გადაიხდის, რადგან არასდროს დავივიწყებთ, რასაც აკეთებთ”, – განაცხადა ებრაელმა დეპუტატმა. 

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....