მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივები ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

ადგილობრივები ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

Published on

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებიტ, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსგან კანიონზე მიმდინარე სამუშაოებზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს და გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადება.

სსიპ “დაცული ტერიტორიების სააგენტომ” გასულ წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანიას – “კანიონი 350” – 40 წლით იჯარით გადასცა.

SJC-ს ცნობით, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ კანიონის ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს “ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას”.

ადგილობრივები ამბობენ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან. მათ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.

“2023 წლის 22 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივების სახელით სასამართლოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების სახით კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ დროებითი ზომის მიღებაზე უსაფუძვლოდ თქვა უარი და მიუთითა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოსთვის მიმართვამდე თითქმის 1 წელი მოქმედებდა და ამიტომ მისი შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. თავის მსჯელობაში სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანიონის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა გვიან შეიტყვეს და არც ის, რომ აქტიური სამუშაოები კომპანიამ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

“სოციალური სამართლიანობის” ცენტრის ცნობით, კომპანია სამუშაოებს დაუდევრად აწარმოებს, ჩეხავს ხე-მცენარეებს, აზიანებს ბუნებრივ გარემოს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ტერიტორიის ინსპექტირების მასალები, თუმცა მათ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.

“აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს კომპანიის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმაც დაადგინა, კერძოდ, კომპანია სამუშაოების ნაწილს მისთვის იჯარით გადაცემული ტერიტორიის გარეთ აწარმოებს; სახელმწიფო საკუთრების მიწაზე განთავსებულია რკინის ჯიხური და გავლებულია ღობე”, – წერია განცხადებაში.

SJC-ს ცნობით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით 5 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივებმა სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე.

ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად მინისტრის მოადგილის დაპირებისა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, იგი სამუშაოების შეჩერებას უზრუნველყოფდა, ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...