მთავარისიახლეებიევროპული სტანდარტის მოლოდინი გვქონდა, მივიღეთ საპირისპირო...სამარცხვინოა, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და ასეთ...

ევროპული სტანდარტის მოლოდინი გვქონდა, მივიღეთ საპირისპირო…სამარცხვინოა, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და ასეთ განცხადებებს აკეთებს | ღარიბაშვილი

Published on

სამარცხვინო არის ის, როცა ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და ასეთ განცხადებებს აკეთებს – ასე აფასებს პრემიერი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე, “პატარა კაცებთან” დაკავშირებით კი შეფასებას არ აკეთებს და შეურაცხყოფის მიყენებაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს – “თქვენ შეეჩვიეთ შეურაცხყოფის მიყენებას” – ამბობს ღარიბაშვილი

“ეს არის სამწუხარო ფაქტი, სამწუხაროდ დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. ეს მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრს და რიგით მოქალაქეს ნამდვილად არ მიხარია, მე არ მინდა რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის, ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი.

იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვა საჯარო მოხელეებისთვის, თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო კანონის და კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, დაარღვია უხეშად, დემონსტრაციულად არაერთგზის კონსტიტუცია, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება.” თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მათ თავიდანვე თქვეს, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო საკმარისი ხმები არ ჰქონდათ და არ ილუზიები, რომ ამ ხმებს მოაგორვებდნენ, თუმცა ღარიბაშვილის განცხადებით – უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა დრო, როდესაც პრეზიდენტი იდგა კანონზე მაღლა.” ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ოცნების მოლოდინი ვერ გაამართლა:

“ქალბატონი სალომესგან მოლოდინი ჰქონდა ყველას, რომ შემოიტანდა ევროპულ სტანდარტს, ევროპული სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ყველა იცავს კანოს და კონსტიტუციას. ამის სანაცვლოდ, საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ არ ცნობს კონსტიტუციას, ეს არის სამარცხვინო ფაქტი” თქვა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...