მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა

რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა

Published on

რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა – ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია “TASS” წერს.

მედია წერს, რომ ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში განუცხადეს.

საქართველოდან აბიტურიენტებს სთავაზობენ ნებისმიერი უნივერსიტეტის არჩევას, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის [МГУ ], რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის [МГИМО] გარდა.

“დაახლოებით 100 განაცხადი უკვე შემოვიდა”, – განაცხადა სექციის თანამშრომელმა და აღნიშნა, რომ წელს კვოტა 200 ადგილია.

რუსეთის ინტერესების განყოფილება ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ძალიან შეუწყობს ხელს მომავალი სტუდენტების ნათესავებისა და მეგობრების რუსეთში ჩასვლას.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...