“Mona.ge”- რომელიც რუსეთის სისტემის დანგრევას ისახავს მიზნად, უკვე ჩაეშვა

0
126

ვინ იქნება პირველი საჯარო მოხელე, რომლის სახელიც “Mona.ge”-ზე აღმოჩნდება ჯერჯერობით უცნობია – თუმცა, როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ დღეს პირველი ადამიანის სახელი გახდეს ცნობილი.

პოლიტიკური ფონდ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობლივი ვებგვერდი იმ ადამიანებზე ლეგიტიმური საზოგადოებრივი წნეხის გაზრდის შესაძლებლობა იქნება, რომლებიც რუსეთს შეგნებულად ემსახურებიან.

ეს პროექტი იქნება გზა, რომ ლეგიტიმური საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდოს იმ ადამიანებზე, რომლებიც შეგნებულად ემსახურებიან რუსებს, შეგნებულად იჭერენ აქტივისტებს, რომელთაც უნდათ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მოხდეს. როგორც საფრანგეთში კოლაბორაციონისტული რეჟიმის პირობებში ხალხმა თითის საჩვენებლად იცოდა, ვინ იყო საკუთარი საზოგადოების და ქვეყნის წინააღმდეგ, ასე უნდა იცოდნენ ახლაც” – აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილი.

ელენე ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძის ერთობლივი პროექტი “მონა.ჯი”, რომელიც რუსეთის სისტემის დანგრევას ისახავს მიზნად, უკვე ჩაეშვა.

წინა სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრა დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველო განსაკუთრებით იმსახურებს სტატუსს- ორბანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური