მთავარისიახლეებიმსოფლიოიენს სტოლტენბერგი - თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, ის სავარაუდოდ, ძალადობას მომავალშიც...

იენს სტოლტენბერგი – თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, ის სავარაუდოდ, ძალადობას მომავალშიც მიმართავს

Published on

The Times of israel-ის ცნობით, ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში საომარი მზადყოფნა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ამ წუთებშიც ისმის.

ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები მიიტანეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით “ჰამასმა” ასობით რაკეტა ისროლა.

საჰაერო განგაში ამ დრომდე ჩართულია თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. აშქელონში, გედროთსა და თელ-ავივში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. მომხდარის გამო, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

ისრაელში მცხოვრები ქართველები “მთავარ არხს” დილიდან უკავშირდებიან და ცხელი წერტილში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აწვდიან. მათი დიდი ნაწილი თავშესაფრებში იმყოფება.

“დილის 7 საათიდან დაიწყო ინტენსიური, მასირებული შეტევა ყველა ქალაქზე, ფაქტობრივად. წუთი არ გადის, რომ არ მოდის შეტყობინება იმის შესახებ, თუ რომელ ქალაქშია დაბომბვა. არის პირდაპირი მოხვედრა, სამწუხაროდ აშქელონში. არის მსხვერპლი. გარდაიცვალა 70 წლამდე ქალბატონი და არიან დაჭრილები…ვიცით, რომ არიან შემოპარულები ტერორისტები, რომლებიც იარაღით გადაადგილდებიან ამ დასახლებაში. ეს არის ღაზას მიმდებარე ტერიტორია და რამდენადაც ცნობილია, ისინი მანქანებით შემოვიდნენ ისრაელის ტერიტორიაზე. ღაზას მიმდებარედ არის განკარგულება, რომ ყველა იყოს თავშესაფარში და არ გამოვიდნენ იქიდან. მაგრამ ცენტრში ქვეყნის, ყველა სახლს, ახალ სახლებში არის თვითონ ბინაში ეს დაცული ოთახები, ცოტა ძველ სახლებში არის 0 სართულზე. ამიტომ, ყველა მიდის, როგორც კი გაგაშის ხმა ირთვება, ყველა შერბის,” – ამბობს ერთ-ერთი ქართველი.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...