მთავარისიახლეებიქართული ოცნება" შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას...

ქართული ოცნება” შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას გეგმავს

Published on

ქართული ოცნება” შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას გეგმავს.

მმართველი გუნდის დეპუტატების ინიციატივით მომზადდა “შეკრებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ ის:

საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;
ამასთან, ახალი კანონპროექტის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა შესაძლოა იმ შემთხვევაშიც აეკრძალოთ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ახალი ნორმების დარღვევა გამოიწევს “სამართალდარღვევის საგნის” კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან “სამართალდარღვევის საგნის” კონფისკაციასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ “დამრღვევი” ორგანიზატორი იქნება, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და მისი დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თითქოსდა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული პირები დესტაბილიზაციისა და ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას გეგმავენ.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან:

ანრი ოხანაშვილი;
ირაკლი ბერაია;
გივი მიქანაძე;
რატი იონათამიშვილი;
ირაკლი შატაკიშვილი;
თენგიზ შარმანაშვილი;
ალექსანდრე ტაბატაძე.
​ისინი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას ითხოვენ. პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

 

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...