მთავარისიახლეებისაქართველო არის დაპყრობილი, რუსეთს აქ ჰყავს თავისი გენერალ-გუბერნატორი - ივანიშვილი - მიხეილ...

საქართველო არის დაპყრობილი, რუსეთს აქ ჰყავს თავისი გენერალ-გუბერნატორი – ივანიშვილი – მიხეილ სააკაშვილის წერილი

Published on

საქართველო დაპყრობილი და დაპატიმრებულია – ასე იწყებს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილს, რომელიც დღეს სოფო ჯაფარიძემ გაახმოვანა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, არ დაუშვას ქვეყნის რუსიფიკაცია.

წერილში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “ოცნებას” აღარ ჰყავს რეალური იდეოლოგიური მხარდამჭერები, რუსეთი და ივანიშვილი კი ისტორიის არასწორ მხარეს არიან.

იხილეთ წერილი:

საქართველო არის დაპყრობილი და დაპატიმრებული ქვეყანა, დაპყრობის პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც რუსეთმა ხელში ჩაიგდო ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და ახლა ჩვენ ამ დაპყრობის პროცესის საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით. რუსეთს ჰყავს თავისი გენერალ-გუბერნატორი საქართველოში – ივანიშვილი, რომელიც აკეთებს იმას, რაც რუსეთში ისწავლა, გვაყურებინებს წარმოდგენებს, ერთმანეთთან აჩხუბებს პრეზიდენტსა და მთავრობას, ოპოზიციის შიგნით ხელს უწყობს რამდენიმე ბანაკის ჩამოყალიბებას და ხალხს აყურებინებს მათ კინკლაობას, ევროპას და ამერიკას მუდმივად აშანტაჟებს და შესაბამისად, უქმნის რუსეთთან კონკურენციის განცდას, ვინც რეალურად მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, იმას ანადგურებს ფიზიკურად და მორალურად. ივანიშვილი და რუსები თამაშობენ სიხარბეზე და ამუშავებენ ფულს, ასევე თამაშობენ წვრილმან და დიდ ამბიციებზე და უქმნიან ცალკეულ ოპოზიციურ მოღვაწეებს ფუჭ ილუზიებს, რომ სწორედ ისინი შეძლებენ იმის მიღწევას, რაც სხვას არ გამოსვლია, ოღონდ მთავარია სხვას გაემიჯნონ და რეგულარულად დაგმონ ის.

რა არის აქ გამოსავალი? პირველ რიგში, ყველას ერთობა, ვისიც შესაძლებელია, ოღონდ ერთობა არ ნიშნავს მრავალგზის დისკრედიტირებული ხალხის მოზიდვას და მარადიული დეპუტატების ხელახლა შრომითი მოწყობის მომზადებას. ივანიშვილის მიერ ელექტრონული არჩევნების ჩატარების არ დაშვებას, არამედ მხოლოდ ევროკავშირის ან სანდო ქვეყანათა კოალიციის მიერ. იმ ფაქტის გათავისებას, რომ გარდატეხა უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად და არჩევნებში გამარჯვება უნდა გავიფორმოთ. უკვე არჩევნებამდე უარის თქმა ილუზიაზე, რომ მოხდება რაღაც მოვლენა, მაგალითად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა და ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა და ოპოზიციაც მოაჯდება ამ ახალ ტალღას. ჯერ ერთი, ჩემი აზრით, საქართველოს მისცემენ სტატუსს, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, რაც ქართველების ყოველდღიურობაში არაფერს შეცვლის და მეორეც, მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა, ამაზე ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და უფროსი თაობებიც უნდა ჩაერთონ მასში, სწორედ მათ ითამაშონ მთავარი როლი და არ გადაულოცონ ეს ფუნქცია მხოლოდ ახალგაზრდულ სტიქიას. მე ვიცი, რომ უფროს თაობებს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, უმეტესობას ვალები აქვს, სამსახურის დაკარგვის ეშინია, ბევრი გასულია და დანარჩენები გასვლაზე ოცნებობენ, მაგრამ…

ოცნებას აღარ ჰყავს რეალური იდეოლოგიური მხარდამჭერები, რუსეთი და ივანიშვილი არიან ისტორიის არასწორ მხარეს, უკრაინა ყველა შემთხვევაში დასავლეთის დახმარებით დაამარცხებს რუსეთს, რითიც საფუძველს დაუდებს რუსეთის დაშლის პროცესს. აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ და სომხეთის ღიად გადახრამ დასავლეთისკენ, დაარღვია რუსეთის მთავარი პარადიგმა სამხრეთი კავკასიაში. რუსეთს აღარ აქვს არცერთი ხალხის მხარდაჭერა კავკასიის 3 ქვეყანას შორის, ამიტომ, როგორც არ უნდა დაქსაქსოთ ოპოზიციის მოლაპარაკე თავები, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში. მე თვითონაც საკუთარ საკადრო შეცდომებზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, პატიმრობაში კარგად დავინახე თუ ვინ ვინ არის და ვაპირებ, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის პატიმრობიდან გათავისუფლებას!

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...