მომდევნო კვირებში პერსპექტივის მქონე და EU-ს კანდიდატი ქვეყნებისთვის გაფართოების ახალ ხედვას წარმოგიდგენთ – ვარჰეი

0
112

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკომისია მალე შესთავაზებს EU-ს წევრობის მსურველ ქვეყნებს დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომას.

ამჟამად რვა ქვეყანას აქვს ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი – ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა, ხოლო ორი ქვეყენა – საქართველო და კოსოვო, პოტენციური კანდიდატები არიან.

სქემის მიხედვით, ქვეყნები თანდათან მიიღებენ წვდომას ევროკავშირის 450 მილიონიან მომხმარებლთა ერთიან ბაზარზე, სადაც მათი საქონელი, მომსახურება, შრომა და კაპიტალი თავისუფლად რეალიზდება, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდეც კი.

ვარჰეიმ თქვა, რომ კომისიის წინადადება ასევე მოითხოვს ევროკავშირის უფრო მეტ ფულის გამოყოფას კანდიდატებისთვის, რათა დაეხმარონ რეფორმების დაჩქარებას, რომლებიც საჭიროა 27 ქვეყნის ბლოკში გასაწევრიანებლად.

ფული დაემატება ევროკავშირის მიერ გაწევრიანებამდე არსებულ დახმარებას კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომელიც 2021-2027 წლების ევროკავშირის ბიუჯეტში შეადგენს 14,2 მილიარდ ევროს.

“რამდენიმე კვირაში ნახავთ, რომ წარმოგიდგენთ ზროვნების ახლებურ მიმართულებას გაფართოებაზე და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს 10 კანდიდატ ქვეყანას ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანებს. ამ ანგარიშში ჩვენ არა მხოლოდ გვინდა წინსვლა, არამედ გვსურს მივცეთ საშუალებები დაჩქარებული ინტეგრაციისთვის”, – თქვა ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე.

ვარჰელიმ თქვა, რომ ევროკავშირი შეეცდება დაეხმაროს კანდიდატებს უფრო სწრაფად მოემზადონ ევროკავშირის წევრობისთვის დასავლეთ ბალკანეთის ზრდის გეგმის მეშვეობით, რათა შემცირდეს “ეკონომიკური და სოციალური უფსკრული” ამ ქვეყნებსა და ევროკავშირის დანარჩენ ნაწილებს შორის გაწევრიანებამდე.

წინა სტატიაფაშინიანი: უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება
შემდეგი სტატიაშვილმა მამა მოკლა, დანაშაულის დასაფარად ცხედარი თბილისში, აგარაკზე გადაიტანა – შსს ქორდში მომხდარზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური