2024 წელს ბიუჯეტი ეზრდება შსს-ს, თავდაცვისა და განათლების სამინისტროებს – ღარიბაშვილი

0
138

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება.

ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი სიახლები დაგეგმილია განათლების სამინისტროში და ბიუჯეტიც გაიზრდება. 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი.

“ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა აქ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი. ესეც დაწყებული გვაქვს. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024 წელს მილიარდ 700 მილიონი ლარი მიემართება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია მილიარდ 900 მილიონი ლარი, წყალმომარაგება- წყალანარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარი.

ღარიბაშვილის განცხადებითვე გაიზრდება პენსიები.

ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა.

წინა სტატიანიკა გვარამია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია, რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება ჩვენ ქვეყანაში – კალაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური