უტიფრობის, თავხედობის და საკუთარი კორუფციული შინაგანი არსის გადაფარვის მცდელობაა – დეკანოიძე პრემიერზე

0
104

“ეს არის უტიფრობის, თავხედობის და საკუთარი კორუფციული შინაგანი არსის გადაფარვის მცდელობა”, – ასე აფასებს “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას მის სკანდალურ ჩარტერულ რეისზე.

მაშინ, როდესაც პრემიერს პასუხისმგებლობის აღება არ უნდა და კვლავ ისრები მიხეილ სააკაშვილისკენ გადააქვს, ხატია დეკანოიძე თვლის, რომ პრემიერი საკუთარი კორუფციული გარიგებების გადაფარვას ცდილობს.

პოლიტიკურ ჭრილში გამიჭირდება ამაზე საუბარი, ეს არის უტიფრობის, თავხედობის და საკუთარი კორუფციული შინაგანი არსის გადაფარვის მცდელობა, ისევ, რომ სააკაშვილზე, ენმ-ზე ილაპარაკონ.
პირდაპირ ამბობს ადამიანი, რომ მე ვარ მდიდარიო, ახლაც მუშაობს ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან, უბრალოდ ის ადამიანი ამუშავებს, დამკვეთია და პრემიერ-მინისტრად დანიშნა ამ ადამიანმა, თორემ არავის აურჩევია ღარიბაშვილი.

ეს არის უტიფრობის, კორუფციული არსის განსახიერებაა ეს ადამიანი. ღარიბაშვილი რომ კორუფციონერია, ეს ვიცოდით, რაღაც თავხედობის ზღვარს გადადის, მე რაც მეჩვენება ყველაზე საშიშად დღეს, ჩვენ თუ მართლა გვესმის, როგორია გეოპოლიტიკური ვითარება, ამ ვითარებაში როგორც ჩანს, გარიგება დადებული აქვს ივანიშვილს რუსებთან, რომ ერთადერთი პლატფორმა იყოს საქართველო. ეს არის ერთადერთი ახსნა, რასაც ახლა აკეთებს „ქართული ოცნება“ და ეს არის საბოტაჟი ევროკავშირის,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

წინა სტატიახანდახან შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობები… ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას თავისი – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატია“ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინა იბრუნებს, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს” – სტოლტენბერგი კიევშია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური