მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხაში პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება

წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება

Published on

წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება. უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა.

“ჩვენ, ისევე, როგორც წინა წელს, ამ სასწავლო წელსაც დავიწყეთ ბავშვების კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. პირველკლასელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სპეციალური ბარათებით, სადაც დარიცხული იქნება დღეში 4 ლარი, ანუ, კვირის განმავლობაში 20 ლარიანი ლიმიტით და ცხადია, გრძელდება ამ პროგრამის განხორციელება, რადგან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობაში და ბავშვებიც კმაყოფილები არიან, რადგან მათ თავიანთი გემოვნებით შეუძლიათ იყიდონ ის, რაც სჭირდებათ. ამჯერად, რაოდენობა თითქმის იგივეა და 265 პირველკლასელ მოსწავლეს შეადგენს, რომლებსაც დღეს გადაეცათ ეს ბარათები, ხოლო სარგებლობა უკვე ხვალიდან იქნება შესაძლებელი,- აცხადებს წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ვანო ბურდული.

მისივე განცხადებით: “აქვე, უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ, მესამედ მივმართეთ მთავრობას, რომ მეორეკლასელთა კვების უზრუნველყოფის პროგრამა დაფინანსებულიყო, რომელიც დაახლოებით 200 ათას ლარს შეადგენდა და ჩვენ, ამ თანხით შევძლებდით 280-მდე მეორეკლასელთა კვებაც უზრუნველგვეყო, თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ჩვენი თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უდგება სახელმწიფო მოსწავლეთა კვების საკითხს. აქვე, აღვნიშნავ, რომ ერთი სტრუქტურის (სუსის) დაფინანსება ხელისუფლებას 130 მლნ ლარი უჯდება და ეს თანხა ყოველ წელს იზრდება. ეს, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ალაგებს პრიორიტეტებს მთავრობა: სუსი და კონკურენტების პოლიტიკური დევნა თუ ბავშვები და მათი კვება.

ჩვენ, სასწავლო წლის დაწყებიდან (პრაქტიკულად) ერთ კვირაში შევძელით ის, რომ ბარათები დაგვემზადებინა, რასაც მრავალი ტექნიკური პრობლემა ახლდა თან: საჭიროა ბავშვების და მშობლების მონაცემები, ცნობა სკოლიდან და ა.შ. თუმცა, ჩვენ ბარათების დამზადების ეტაპი “თი ბი სი” ბანკთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში განვახორციელეთ.

რაც შეეხება, შეზღუდვებს: ბავშვი ვერ გამოიყენებს ბარათს ონლაინ გადახდებისას და ვერ გამოიტანს თანხას ბანკომატიდან, შესაბამისად, კაზინოებისთვის და ონლაინ გადახდებისთვისაც, აღნიშნული ბარათები დაბლოკილი იქნება. “თი ბი სი” ბანკმა სპეციალურად ჩვენთვის შექმნა ეს პროდუქტი, რისთვისაც მადლობა მათ.

ჩვენ, ასევე მშობლებს ვაწვდით ინფორმაციას ბანკის იმ თანამშრომლის შესახებ, რომელიც ყველა ტექნიკურ პრობლემას მოუგვარებს მათ და ბანკის თანამშრომელი იქნება პასუხისმგებელი თითოეულ მშობელთან, ბავშვთან, თუკი, რაიმე სახის ხარვეზი ექნებათ მათ ბარათებს”,-აცხადებს ვანო ბურდული.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებული კვლევების თანახმად, სკოლის მოსწავლეთა 35% არასდროს იკვებება (ფაქტობრივად შიმშილობს) სკოლაში, დანარჩენ 65%-ს კი, ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა ურჩევნია, რაც ბარათზე, პირველკლასელთა კვებისთვის დარიცხული თანხით, პირველადი გამოყენების პროდუქტების შეძენას მოიცავს.

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...