მთავარისიახლეებინათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია

Published on

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია. ის ამბობს, რომ ეროვნული ბანკიდან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლამ კითხვები გააჩინა როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ.

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროგრამა დროულად აღდგეს. ეს ახლა არ დაპაუზებულა, თქვენ მართალს ბრძანებთ, ეს მანამდე იყო გაზაფხულზე გაკეთებული, როცა მათ კითხვები გაუჩნდათ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით და მანდაც კი ჩვენ პრინციპში ვიპოვეთ გამოსავალი და ვმუშაობთ მაგათთან კანონში გარკვეული ცვლილებების შესატანად. შეიძლება რაღაც გარკვეული დამატებითი ზომების შემდეგ, აქაც პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. სამი ვიცე-პრეზიდენტის ერთდროულად დატოვება, რა თქმა უნდა, ეს იყო მძიე ფაქტი, რამაც საკმაოდ დიდი შეშფოთება, კითხვები გააჩინა როგორც ჩვენი ორგანიზაციის შიგნით, ასევე ორგანიზაციის გარეთ”, – თქვა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

17 ივლისს ცნობილი გახდა,რ ომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა. პროგრამის შეჩერების შესახებ ინფორმაცია მანამდე “ფორმულამ” გაავრცელა. მათი ცნობით, შეჩერების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...