იბეგრება თუ არა ფარცხალაძის ეკლესია? – ოპოზიცია ანგარიშების გასაჯაროებას ითხოვს

0
145

ჯაშუშობაში ბრალდებული ფარცხალაძე, სავარაუდოდ, საკუთარ ეკლესიას გადასახადებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა – ოპოზიცია ანგარიშების გასაჯაროებას ითხოვს.

პოლიტიკოსები განმარტებას ნათია თურნავასგანაც ელოდებიან, მოასწრო თუ არა აგენტობაში მხილებულმა ყოფილმა პროკურორმა ფულის გატანა ანგარიშებიდან, თურნავა კი ამ კითხვას ვერ პასუხობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, თავს პერსონალური მონაცემების დაცვით იმართლებს.

“ლელოს” წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ეს ის თანხებია, რომელსაც ფარცხალაძე იყენებდა და იყენებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში.

ფარცხალაძის შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია უნდა იქნას დაუყოვნებლივ გასაჯაროებული, მათ შორის საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა თანხები ჰქონდა ამ ადამიანს და მოახერხა თუ არა ამ თანხების გამოტანა ანგარიშებიდან. ეს არის ის თანხები, რომელსაც ფარცხალაძე იყენებდა და იყენებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში, ამიტომ ყველა ინფორმაცია მასთან და მის ფინანსებთან დაკავშირებით უნდა იქნას დაუყოვნებლივ გასაჯაროებული”. – ამბობს ბუაძე.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ თურნავა წავიდა ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, როდესაც სანქცირებულ ადამიანს საშუალება მისცა თავი დაეღწია სანქციებისთვის.

თურნავა პასუხისმგებელია იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მან მიიღო და ეს არის არაკანონიერი და ეს ეწინააღმდეგება ჩვენი პარტნიორის მიერ გამოცემულ სანქციებს.ეს ეხმარება სანქცირებულ ადამიანს თავი დააღწიოს სანქციებს. ეს არის თვალნათელი. ისარგებლა ამით ფარცხალაძემ თუ არა, ეს არის მეორეხარისხოვანი. ის წავიდა ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება და მისცა საშუალება სანქცირებულ ადამიანს, რომ თავი დაეღწია სანქციებისთვის. ვნახეთ, რომ მან ერთ დღეში 10-ზე მეტი ქონება გადაუფორმა შვილს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული,რომ მან არ ისარგებლა საბანკო სისტემით”. – განაცხადა კირკიტაძემ.

წინა სტატიასტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონს ბიუჯეტიდან გადავიხდით, თქვა რომ ვალი ჩამოეწერებათ – კაკაურიძე
შემდეგი სტატიააშშ-მა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური