მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების გამო 8 პირის მიმართ დევნა...

ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების გამო 8 პირის მიმართ დევნა დაიწყო

Published on

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, რვა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს 8 717 236 ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა თამბაქოს ნაწარმისა და სხვადასხვა საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 1 326 603 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომლის ნაწილი 876 723 ლარი გამოიტანეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხა გამოყენებულ იქნა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...