საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ის უნდა გადადგეს:
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უნდა გადადგეს, ეროვნული ბანკის საბჭომ კი უნდა გააუქმოს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს შესაძლებელია იმის მიუხედავად, რომ სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, რადგან მათ თავიანთი მოვალეობის შესრულება ნოემბრამდე უწევთ, ანუ საბჭო სრულად ფუნქციონირებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.