კომერციულ სექტორს არა აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს – ნათია თურნავა

0
129

💬 “საქართველოს კომერციულ სექტორს არა აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან ამ გადაწყვეტილების ადრესატები, პირველ რიგში, კომერციული ბანკები და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები არიან” – ნათია თურნავა “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს ბანკის” დაუმორჩილებლობის შესახებ.

ნათია თურნავამ პირდაპირი პასუხი არ გასცა ორი ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, მოუწევთ თუ არა კომერციულ ბანკებსაც, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მანამდე არ დააყადაღონ ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები.

💬 “ამასთან, მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს გააჩნიათ საერთაშორისო ვალდებულებები, ჩვენ ეს გვესმის და პატივს ვცემთ მათ ვალდებულებებს. ამ მხრივ ჩვენ უნისონში ვართ, მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი, რომლის დეტალებზეც ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ეხება საბანკო საიდუმლოებებს და სხვა საკითხებს”.

წინა სტატიავაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას – “საქართველოს ბანკი”
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური