დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით – TBC ბანკი

0
104

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციულ ბანკი, “თიბისი” აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ამის შესახებ ბანკმა “რადიო თავისუფლებას” განუცხადა.

“აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში”, – აცხადებენ “თიბისი ბანკში”.

პერსონალური მონაცემების დაცვის გამო “რადიო თავისუფლებას” ბანკმა ვერ უთხრა, მოუწიათ თუ არა საქართველოს რომელიმე მოქალაქისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა.

გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გამონაკლისი დაუშვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. გადაწყვეტილების შედეგად აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.

წინა სტატიადღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიავაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას – “საქართველოს ბანკი”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური