მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩხუბი პარლამენტში - ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა

ჩხუბი პარლამენტში – ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა

Published on

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომას ესწრება დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, ასევე “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს უარი უთხრა პოლიტიკურ დებატებზე და თქვა, რომ დადგენილს დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაპირისპირება მოჰყვა. გააძევეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

დარბაზში კენჭისყრები იყო, ამ წუთებში უსმენენ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მივიდა.

“მე ყველას ვთხოვდი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და ყველა დეპუტატს, რომელიც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული, მე მგონია, რომ ამ ჯაშუშებთან, აგენტებთან ჩვენ პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ ხოლმე, რა თქმა უნდა, რთულია, მესმის ჩემი კოლეგების, მაგრამ რთული არის ხოლმე ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ ჯობია, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლას მომავალში “, – თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის მან გუშინ მედიასთან თქვა, რომ არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...