მთავარისიახლეებიარ მეშინია კრიტიკის, ლანძღვის, არ ვარ თავშეკავებული, მეძახონ უკულტურო, გაუნათლებელი, არ მაქვს...

არ მეშინია კრიტიკის, ლანძღვის, არ ვარ თავშეკავებული, მეძახონ უკულტურო, გაუნათლებელი, არ მაქვს პრობლემა – წულუკიანი

Published on

“თქვენ ალბათ ხედავთ რომ ამათ [ოპოზიციას] ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, თავიანთ ტელევიზიებზე ვამბობ, კივილით და ვერ ინელებენ, ვერ ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები. კულტურის სამინისტროში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად შეიცვალა ის, რომ მე რითაც ვარ ცნობილი იმას ვაგრძელებ. მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, ეს მაღიზიანებს სულ რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი. და მე დღეს ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია რომ ეს ძალიან კარგია. აი ასე მოუხდება ყველას.

რატომ?! იმიტომ რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს სამინისტრო არის სახელმწიფოსი და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა. ეს სახელმწიფო რომ ძლივს შეიქმნა და ამ სახელმწიფოს შექმნაში, რომ ქართველი გოგოების სისხლი დევს, რომელიც ამ შენობის წინ დაიღვარა, ჩვენ გვაქვს ელემენტარული პასუხისმგებლობა, ცოტა უფრო დიდ გოგოებს, რომ მოვიქცეთ წესიერად და მე ვცდილობ რომ მოვიქცე წესიერად და ამ წესიერად ქცევის მცდელობაში ვერავინ მე ხელს ვერ შემიშლის.

ესენი არიან უკმაყოფილო იმით, რომ აღარ არიან გაპარპაშებული და რომ არავის აღარ ეშინია მათი. მე არ მეშინია კრიტიკის, არ მეშინია ლანძღვის, მე არ ვარ თავშეკავებული. მეძახონ უკულტურო, მეძახონ გაუნათლებელი, მე არ მაქვს არავითარი პრობლემა. მე მესმის, რომ ნორმალური ადამიანები ამაზე ნერვიულობენ. მე ამაზე არ ვნერვიულობ, ამას ვამბობ ღიად. ამიტომ, ვინაიდან მე არ ვნერვიულობ იმაზე რომ მლანძღავენ და ამ მხრივ არ ვარ ნორმალური, გთხოვთ, ნუ შეწუხდებით ჩემი ლანძღვისთვის. ვერაფერ შედეგს ეს ვერ მოიტანს”.

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...