მთავარისიახლეებიფარცხალაძის კლანის წევრები - ხაბეიშვილმა დაასახელა გვარები, ვისი მეშვეობითაც მისი თქმით, ფარცხალაძე...

ფარცხალაძის კლანის წევრები – ხაბეიშვილმა დაასახელა გვარები, ვისი მეშვეობითაც მისი თქმით, ფარცხალაძე სტრატეგიულ ობიექტებს აკონტროლებს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ФСБ-ს აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრები გაასაჯაროვა, რომელთა მეშვეობითაც, ენმ-ის ინფორმაციით, ფარცხალაძე მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტს;

“დღეს წარმოგიდგენთ ФСБ-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს, რომელთა მეშვეობით ის მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს ის აკონტროლებს მისი უშუალო ლობირებით დანიშნული კადრის, ვლადიმერ ხუნდაძის ხელით, რომელიც ფორმალურად არის მოადგილე მაგრამ რეალურად ის მართავს ФСБ-ს სქემებს ფინანსთა სამინისტროში, ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლივ, რადგან უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს.

მისი უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფება ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი სოსო რამიშვილი. ფარცხალაძე არის ფინანსური პოლიციის რეალური მმართველი, უწყება რომელიც გამოყენებულია ბიზნესის ტერორისთვის და სრულად აკონტროლებს ეკონომიკურ პროცესებს ქვეყანაში.

ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და გრიგოლ ლილუაშვილი აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყანაში, მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის
ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის (შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის შვილი) და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი, ვინმე გივი ქუთათელაძე პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძის და გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო ლობირებით გაუშვეს ბათუმის ნავთობტერმინალიდან სახელმწიფო დაცვის სამსახური და დღეს პორტს “იცავს” შევარდნაძის პოლიციის დროინდელი მაღალჩინოსნის, სოსო ალავიძის კომპანია. ესეც სავარაუდოდ უშუალოდ ФСБ-ს პირდაპირი მოთხოვნა იყო.

ფოთის პორტს და ნავთობტერმინალს ასევე აკონტროლებს ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი “ხელი” გრიგოლ ლილუაშვილი, კომპანია პეტროკასით.” განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის რუსული ФСБ-ს გავლენების არასრული სქემა და სანქციები ფარცხალაძის შემდეგ, აუცილებლად შეეხება მისი კლანის წევრებსაც.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, “ქართველ-რუს ოლიგარქთან” რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ მოეხდინა გავლენა. 15 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით “მიმდინარეობს საკითხის შესწავლა,” თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

სიახლეები

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...

3 აპრილს, 12:00 საათზე მოსაყდრის მოწვევით წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და...

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...