დროა, კონკრეტულად შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები – მიშელი

0
134

მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ში იმყოფება.

“მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება”, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის ცნობითვე, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა.

“პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს”, – წერია განცხადებაში.

წინა სტატიადროა, კონკრეტულად შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები – მიშელი
შემდეგი სტატიაფარცხალაძის კლანის წევრები – ხაბეიშვილმა დაასახელა გვარები, ვისი მეშვეობითაც მისი თქმით, ფარცხალაძე სტრატეგიულ ობიექტებს აკონტროლებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური