უკრაინაში გმირულად დაეცა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქრო შუბითიძე
ზაქრო “ქართული ლეგიონის” წევრი იყო. ის სამი თვის წინ, ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გადარჩა და ისევ ბრძოლებში ჩაერთო;
ზაქრო ჯერ სნაიპერი, შემდეგ ჯგუფის მეთაური გახდა – ის ბრძოლებში გამოცდილი მებრძოლი იყო;
ზაქრო შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება სტარომაიორსკოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია, გრძელდება;
ის პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ზაქრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ტელერადიოკომპანია ოდიში თანაგრძნობას უცხადებს ზაქროს ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!