მთავარისიახლეებისაჭიროა მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა - კალაძე ფარცხალაძის სანქცირებაზე

საჭიროა მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა – კალაძე ფარცხალაძის სანქცირებაზე

Published on

თბილისის მერი, კახი კალაძე, კითხვაზე რატომ არ იწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეზე გამოძიება პასუხობს, რომ მეტი კონკრეტიკის წარმოდგენაა საჭირო.

“პირველ რიგში, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ სანქცირებულიაო, მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა
დაიწყო, ალბათ შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ საკითხის გარშემო მეტი კონკრეტიკა წარმოადგინონ.

გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა, ახსნა-განმარტებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როცა სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ჩვენთვის მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს მოწოდებული”, – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, “ქართველ-რუს ოლიგარქთან” რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ მოეხდინა გავლენა.

15 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით “მიმდინარეობს საკითხის შესწავლა,” თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...