მთავარისიახლეებისაგარეჯოში, სკოლასთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა | დაშავდა 6 მოსწავლე

საგარეჯოში, სკოლასთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა | დაშავდა 6 მოსწავლე

Published on

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – გარდაცვლილია 1 პირი და დაშავდნენ სკოლის მოსწავლეები. შემთხვევა ქალაქ საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილის დაშავებული 6 მგზავრი კი, რომლებიც საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, “ჯეოპისპიტალსში” გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ნაწილებად არის დაშლილი.

შემთხვევის ადგილას პოლიცია იმყოფება.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...