მთავარისიახლეები"რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის" | პუტინი

“რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის” | პუტინი

Published on

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის. მისი მტკიცებით, თავად ამერიკელები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თეთრი სახლიდან მოდის.

“ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი და, სხვათა შორის, თავად საუბრობენ ამაზე. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ბატონმა გეითსმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისგან მოდის, იმ ტერიტორიიდან, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს. ისინი თავად საუბრობენ ამაზე და საფრთხეს გარეთ ეძებენ,” – განაცხადა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, შეხვედრის შემდეგ. მის კომენტარს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...