ყველა სტუდენტს, ვისაც შეჩერებულია აქვს სტატუსი გადაუხდელობის გამო, გაუნულდებათ დავალიანება – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი 30 000 სტუდენტი ჰყავს სახელმწიფოს, რომელთა საერთო დავალიანება 40 ათას ლარს შეადგენს.
“ჩემი გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ!”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე.