მთავარისიახლეებიკიევში ჰააგის სასამართლოს ოფისი გაიხსნა

კიევში ჰააგის სასამართლოს ოფისი გაიხსნა

Published on

კიევში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგა) ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინის გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოსტინმა აღნიშნულ ფაქტს უკრაინისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შორის ”თანამშრომლობის ახალი ეტაპი უწოდა”. მისი თქმით, ”ეს გაზრდის ეფექტურობას და რეაგირების სიჩქარეს იმ დანაშაულებზე, რომლებსად რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ”.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა აღნიშნული, ICC-ის ღია ოფისი კიევში სასამართლოს ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა ჰააგის გარეთ.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინაში 104 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაულია რეგისტრირებული.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...