მთავარისიახლეები"გურიასა და შოვში ოჯახებს თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ფინანსურ დახმარებას გადავცემთ...

“გურიასა და შოვში ოჯახებს თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ფინანსურ დახმარებას გადავცემთ | ღარიბაშვილი

Published on

შოვის და გურიას ტრაგედიას შეწირული მოქალაქეების ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა. მისი ინფორმაციით, ოჯახებს “თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარი” გადაეცემა.

კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის – თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით.

და ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა. იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია. არ შეიძლება იქ ცხოვრება. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე დხა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე ვისაც სახლი ან დაენგრა ან მისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება უკლებლივ და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს, – თქვა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...