მთავარისიახლეებისაზოგადოებააგვისტოში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ისევ რუსეთიდან მიიღო

აგვისტოში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ისევ რუსეთიდან მიიღო

Published on

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287.0 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გასულ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, 60 მლნ დოლარი, კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა. თუმცა, რუსეთიდან გზავნილები წლიურად 46%-ით შემცირდა;
მე-2 ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, წლიური ზრდა 23%-ია;
შემდეგ მოდის აშშ, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა;
მე-4 ადგილზეა გერმანია 20.4 მლნ დოლარით, წლიური ზრდა კი 33%-ს შეადგენს;
მე-5 ადგილს საბერძნეთი იკავებს თითქმის 20 მლნ დოლარით, აქ ზრდა 6%-ია.
რაც შეეხება გადარიცხვებს, საქართველოდან საზღვარგარეთ აგვისტოში 29.2 მლნ დოლარი გადაიგზავნა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...