მთავარისიახლეები12-დან სრულად შესრულებულია 1, მეტწილად შესრულებულია 2 პირობა | EU-ს რეკომენდაციების შესრულების...

12-დან სრულად შესრულებულია 1, მეტწილად შესრულებულია 2 პირობა | EU-ს რეკომენდაციების შესრულების სტატუსმეტრი

Published on

როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ? – საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობის შეფასება, რიგით მეექსვე სტატუსმეტრი დღეს გამოქვეყნდა და ის “ღია საზოგადოების ფონდის” ლიდერობით, 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა. დოკუმენტი გვაცნობს იმ ნაბიჯებს, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

“ერთ თვეში, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების პროგრესს შეაფასებს.

მანამდე, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, მოამზადეს ბოლო შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს.

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის ივნისში წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან…

რიგით მეექვსე სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს.

ერთი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. მანამდე კი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია,” – ნათქვამია განცხადებაში.

სტატუსმეტრის მიხედვით, კვლავ შესასრულებელია – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია.

მეტწილად შესრულდა – გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.

ნაწილობრივ შესრულდა – საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მოწყვლადი ჯგუფები.

შესრულდა – ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...